ირაკლი კობახიძე სომხეთის  თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა
By

ირაკლი კობახიძე სომხეთის  თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე, იმსჯელეს ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში.

საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. პრემიერი-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას.

 

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *