ირაკლი კობახიძე სურსათისა და მედიკამენტების ფასებზე
By

ირაკლი კობახიძე სურსათისა და მედიკამენტების ფასებზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  სურსათისა და მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით  მომავალი თვის დასაწყისში საზოგადოებას  დასკვნებს და გეგმას გააცნობენ.
,,თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცნობთ ჩვენს დასკვნებსა და შესაბამისად გეგმას. ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე. ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული და როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ“, – თქვა კობახიძემ ფასებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *