ირაკლი ქადაგიშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ – დესტრუქციამ, რომელიც მათ ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, შედეგი მათ შიგნით გამოიღო
By

ირაკლი ქადაგიშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“ – დესტრუქციამ, რომელიც მათ ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, შედეგი მათ შიგნით გამოიღო

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ოპოზიციაში ხდება, მათი პატრონების დამსახურებაა, როცა მათ ქართველი ხალხის არჩევანს ზურგი შეაქციეს და გადატრიალების გზით წავიდნენ,

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს,  მათ ხალხში ნდობა დაკარგეს.

„დესტრუქციამ, რომელიც მათ ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, შედეგი მათ შიგნით გამოიღო. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს ფინანსური დონაციისკენ რომ მოუწოდებს, ეს მავნე, დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაციის სასოწარკვეთილი მცდელობაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

  • No Comments
  • ივლისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *