იტალიურ ტელეარხზე სიუჟეტი გონიო-აფსაროსის ციხეზე
By

იტალიურ ტელეარხზე სიუჟეტი გონიო-აფსაროსის ციხეზე

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები პოპულარული იტალიური ტელეარხის RAI3 ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, RAI3-ის პოპულარულ გადაცემაში „კილიმანჯარო“, რომელსაც მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, დრო სიუჟეტს გონიო-აფსაროსის ციხეზე დაუთმო.

​ გადაცემის წამყვანმა, იტალიაში ცნობილმა მწერალმა და მოგზაურმა მასიმილიანო ოსინიმ, იტალიელებს საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და გონიოს ციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააცნო.

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *