By
კანადის პრემიერ-მინისტრი – უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია უფრო რეალისტური ხდება
კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მარკ კარნის განცხადებით, ბოლო 36 საათის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შვიდი თუ რვა საუბარი ჰქონდა და სხვადასხვა თემა, მათ შორის ირანის, ლიბანისა და უკრაინის საკითხები განიხილა.
„უკრაინის შესახებ საუბრებში აშშ-ის პოზიციის ცვლილება შეიმჩნევა, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო რეალისტურია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, ომის შესაძლო შედეგისა და რუსეთის მარცხის პერსპექტივის გათვალისწინებით“, – განაცხადა კარნიმ. კარნის თქმით, „რისკები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ტონის ცვლილება თამაშის წესების შემცვლელი ფაქტორია“.