By
კანონმდებლები ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან
აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზურაბ პატარაძისგან სამოქმედო გეგმას მოისმენენ. პატარაძე დეპუტატთა შეკითხვებსაც უპასუხებს.
დღესვე უმაღლესი საბჭო აჭარის მინისტრთა კაბინეტსაც დაამტკიცებს. როგორც ცნობილია, მინისტრების ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება და უცვლელი რჩება.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ პატარაძეს გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში, კომიტეტების ფორმატში მოუსმინეს.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობას, 2016-2018 წლებში ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა.