კონცერტი – ქედაში
By

კონცერტი – ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, ყველასთვის საყვარელი მომღერლებისა და ინსტრუმენტალისტების მონაწილეობით, საზაფხულო კონცერტი გაიმართა. მსმენელების წინაშე წარსდგნენ სოფო ხალვაში, ნეკა სებისკვერაძე, ლილიკო ნემსაძე, აჩიკო ცანკაშვილი, კვარტეტი „უნისონი“, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, ანსამბლი „ალილო“ და ჯგუფი „ოჩოს ქოხი“, რომლებმაც მრავალფეროვანი და ყველასათვის ნაცნობი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *