კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
By

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
გადადგომის გადაწყვეტილება რუხაძემ  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო, მანამდე კი კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან გაიარა.
„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.
მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.
ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!“, – წერია განცხადებაში.

  • No Comments
  • ივლისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *