ლუბლინთან ახლოს დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა
By

ლუბლინთან ახლოს დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო პოლონეთში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა – ლუბლინის სავოევოდოს მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონეთის სამხედრო სარდლობის განცხადებით, ღამით, რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებზე იერიშების გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავები განალაგეს.

ადგილობრივი მედიის ცნობთ, სავარაუდოდ, ლუბლინთან ახლოს, დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა და მეხანძრეებმა 10 მეტრის დიამეტრის კრატერი აღმოაჩინეს.

ლუბლინის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, დასახლებულ პუნქტ ტარნავა-კოლონიაში ჩამოვარდა, თუმცა აფეთქებების შესახებ ცნობები სხვა დასახლებული პუნქტებიდანაც მიიღეს.

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *