მაია სანდუ – გადაწყვეტილება მოქალაქეთა უმრავლესობამ უნდა მიიღოს
By

მაია სანდუ – გადაწყვეტილება მოქალაქეთა უმრავლესობამ უნდა მიიღოს

„მოლდოვის რუმინეთთან შეერთებამ, შეიძლება ქვეყანას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოქალაქეთა უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

მოლდოვას პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატიულ გზებზე. მაია სანდუმ არ გამორიცხა მოლდოვის კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არაღიარებული „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ გარეშე. „ეს შესაძლო გამოსავალია“, – აღნიშნა მან.

მაია სანდუს თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ ოცნება, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენის სტრატეგიაა.

 

  • No Comments
  • აპრილი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *