მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფორმალურ ხასიათს ატარებს
By

მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი ფორმალურ ხასიათს ატარებს

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპული მომავლის კვლავ სჯერათ როგორც ევროპელ ახალგაზრდა ელჩებს, ისე ქართველ ახალგაზრდებს, თუმცა, კოსის შეფასებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალურად აქვს შენარჩუნებული.

„ძალიან გამიხარდა, რომ გუშინ ჩვენთან იმყოფებოდნენ ევროპელი ახალგაზრდა ელჩები, მათ შორის, საქართველოდანაც. მათ, ისევე როგორც ჩვენ, ჯერ კიდევ სწამთ ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა მარტა კოსმა.

თუმცა, ევროკომისრის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ფუნდამენტური საკითხების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე ქვეყნის წინსვლა შეუძლებელი იქნება.

„ბოლო პერიოდში ორჯერ თუ სამჯერ მივიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულობას ეხებოდა, მაგრამ ისინი არ მოსულან. ვცდილობთ თანამშრომლობას, ვიწვევთ მათ, თუმცა თავად არ სურთ მოსვლა. ჩვენ არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე, მაგრამ, ზოგადად, ვცდილობთ ჩართულობის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მარტა კოსმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი იანვარში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილება და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იქნება.

„როგორც იცით, გვსურდა დიალოგის გამართვა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველოს საკითხს, როგორც ეს უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დააანონსა და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იქნება“, – განაცხადა კოსმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *