მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს
By

მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება. კონტროლის პროცესის სრულყოფისა და ობიექტურად აღრიცხვის მიზნით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სპეციალისტები სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვა.

უწყების ინფორმაციით, კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს. ახალი სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა უფლებების დაცვასა და სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას.

მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 5265 შემთხვევა გამოავლინა. მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს.

  • No Comments
  • ივნისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *