მიზანი – ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
By

მიზანი – ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა სემინარ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა – საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.
პროექტის  მიზანია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მათი ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერა და საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება. მას  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თინი ხუციშვილი უძღვებოდა.

პროექტში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართული იყვნენ ინტენსიურ სასწავლო პროცესში, რომლის ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა და განევითარებინათ პრაქტიკული უნარები საჯარო გამოსვლასა და ეფექტურ კომუნიკაციაში.

სემინარების სერია მოიცავდა შემდეგ თემებს: რიტორიკის საფუძვლები – ანტიკურიდან თანამედროვეობამდე; ქართული ორატორული ხელოვნება და მისი მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში;  სხეულის ენა და მისი როლი ეფექტურ კომუნიკაციაში.
მონაწილეებს მიესალმნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე.

პროექტის ყველა მონაწილეს  სერტიფიკატი გადაეცა.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *