მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდნენ
By

მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. რექტორმა სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ბსუ-ს ფილოსოფიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა ანა მგელაძემ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე მკლავში მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულმა მარიამ ნოდიამ პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლევან ტარიელაძე. მათ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვეს.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *