მორიგი თავდასხმა – დრონით   
By

მორიგი თავდასხმა – დრონით   

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დრონით მორიგი თავდასხმის შედეგად, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა.

როგორც „როიტერი“ წერს, დრონებით თავდასხმის გამო ტუაფსეს ქარხანას მუშაობა 16 აპრილიდან აქვს შეჩერებული.

ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია  რუსეთში, რომელიც სპეციალიზირებულია ნავთობის პირველად გადამუშავებაზე. ის ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ნაწილია. ქარხნის მიერ ნავთობის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 12 მილიონი ტონაა და მისი ძირითადი პროდუქტებია ნავთობის დისტილატები, მაზუთი, დიზელის საწვავი და საავიაციო ნავთი, რომლის 90% ექსპორტზე გადის.

 

  • No Comments
  • აპრილი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *