მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება!
By

მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება!

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, 31 ივლისიდან 1 აგვისტოს ღამის განმავლობაში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში, წყალმომარაგების მიმართულებით, ინჯალოს რეზერვუარზე ცენტრალური მილსადენის დაერთების სამუშაოები იგეგმება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 31 ივლისის ღამის 12 საათიდან 1 აგვისტოს 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, ბაგრატიონის, აღმაშენებლის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აეროპორტისა და სამრეწველოს ადმინისტრაციული ერთეულების, ასევე, ადლიის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, დროებით დაფიქსირდეს ქსელში წყლის სიმღვრივის მომატება.

წყალმომარაგებაში დაგეგმილი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას ესემეს შეტყობინებით უკვე გაეგზავნა.

  • No Comments
  • ივლისი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *