მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო. მაყურებელმა პირველ სათამაშო დღეს მექსიკა-სამხრეთ აფრიკის დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ – მექსიკას დარჩა.
მუნდიალის გახსნითი მატჩი, გარდა იმისა, რომ მექსიკის გამარჯვებით აღინიშნა, დასამახსოვრებელი იყო იმითაც, რომ მსაჯმა სამი წითელი ბარათი გამოიყენა.
ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.
შედეგად, A ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე მექსიკაა, მეორე პოზიციას სამხრეთ კორეა იკავებს, ჩეხეთი მესამეა, ხოლო სამხრეთ აფრიკა – მეოთხე.
ტუნირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ფარგლებში, ჯამში 48 ეროვნული ნაკრები სამი მასპინძელი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის – 16 სხვადასხვა ქალაქში მდებარე სტადიონებზე გამართავს შეხვედრებს.
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ სპორტულ მოვლენათა ციკლს პირდაპირ ეთერში ,,სეტანტასთან“ ერთად გთავაზობთ.