ნეთანიაჰუ: ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებია…
By

ნეთანიაჰუ: ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებია…

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ აცხადებს, რომ ისრაელს ირანში საქმე არ დაუსრულებელია. მისი განმარტებით, ის­რა­ე­ლი და აშშ მთელ და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას იცა­ვენ.

„მსოფ­ლი­ოს ის­რა­ე­ლის მტკი­ცე ნე­ბის ეს­მის, რომ მან სა­კუ­თა­რი თავი და კა­ცობ­რი­ო­ბა ბარ­ბა­რო­სუ­ლი ფა­ნა­ტიზ­მის­გან და­იც­ვას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამას­თან, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ის ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში ის­რა­ელს არ ჩა­უთ­რე­ვია.

„მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჩემი მო­საზ­რე­ბა, რომ ირან­მა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი არას­დროს უნდა მო­ი­პო­ვოს, 7 ოქ­ტომ­ბრის შე­დე­გებ­მა გა­ამ­ყა­რა. ირან­ში შე­დე­გე­ბი სა­ო­ცა­რი იქ­ნე­ბა. თუ ირა­ნის ახა­ლი ლი­დე­რე­ბი (რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა!) გო­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მა­შინ ირანს შე­სა­ნიშ­ნა­ვი და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბა“, – და­წე­რა ტრამპმა Truth Social-ზე.  აშშ-ის პრეზიდენტმა Bloomberg-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ თუ ირან­თან შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა არ მოხ­დე­ბა, მა­შინ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ვა­და გა­ა­ხან­გრძლი­ვოს.

„ვა­შინგტო­ნის დრო­ით, ვადა ოთხშა­ბათს სა­ღა­მოს იწუ­რე­ბა, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გა­ვა­ხან­გრძლი­ვებ“, – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

 

 

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *