ნიკა გვარამია – გია ბარამიძისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი
By

ნიკა გვარამია – გია ბარამიძისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის დაკავებას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.

,,გია ბარამიძე ქართველი პატრიოტია და მისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან. ჩემი სრული მხარდაჭერა გიას და მის ოჯახს! ჩემი სოლიდარობა გიას მეგობრებს და ,,ნაციონალურ მოძრაობას“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *