By
ორ ქვეყანას შორის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კიმ ჰიონ დუს შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა თანმიმდევრულად ვითარდება და დღეს უკვე ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა ტურიზმი, ეკონომიკა, განათლება და ინვესტიციები.
შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.