პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება
By

პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით რომშია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება.

კონფერენციის ფარგლებში დღესვე დაგეგმილია პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა სესიაზე და ორმხრივი შეხვედრები. ცნობილია, რომ წლევანდელ კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემები იქნება: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არსებული გამოწვევები, როგორიცაა დეზინფორმაციის გავრცელება და უცხოური ჩარევა.

ასევე, იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე შრომის ბაზარზე და ამ მხრივ რისკების გადაჭრაზე. ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო წესრიგის კიდევ უფრო განმტკიცებაზე.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *