პატივი მიაგეს
By

პატივი მიაგეს

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის წევრებმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პატივი მივაგეს 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას. ხუცუბნის ძმათა სასაფლაოზე, ობელისკებთან შეკრებილებმა გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს.

როგორც აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძემ თქვა: „ეს იყო არა მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ წარსულის წინაშე ჩვენი ვალის მოხდის დღე. კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ, რომ სამშობლოს ისტორია მხოლოდ წიგნებში დაწერილი თარიღები არ არის – ის იმ ადამიანთა სიცოცხლეა, რომელთა სახელები და ღვაწლი მომავალმა თაობებმა უნდა დაიმახსოვრონ. ხუცუბნის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილმა ადამიანებმა ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე მომავალ წლებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბით აღინიშნოს. 25 აგვისტო უნდა იქცეს ხსოვნისა და პატრიოტული ერთობის დღედ. გვჯერა, რომ მომავალ წლებში აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირს კიდევ უფრო მეტი პატრიოტი, ღირსეული და სამშობლოს ისტორიის მოყვარული ადამიანი შემოუერთდება“.

ღონისძიებაში საგვარეულო კავშირის 30-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *