პრემიერი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი
By

პრემიერი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა  ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პარტია არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ არავითარი შანსი არ აქვთ სამომავლოდ.

„ეს არის პარტია, რომელიც ამ დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა. არავითარი შანსი არ აქვთ მათ სამომავლოდ. არის შიდა დაპირისპირებები, რაც,  ჯამში, არის ოპოზიციის სისუსტის გამოვლინება. მათ პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს მათ სისუსტეზე და მნიშვნელოვანია, ასე გაგრძელდეს პროცესები – ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *