პრემიერი: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში, მე-12 კლასი იყო ფიქტიური
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლების უმრავლესობაში მე-12 კლასი იყო ფიქტიური, რადგან მოსწავლეები, რეალურად, სკოლაში არ დადიოდნენ.
მისი თქმით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება, განხორციელდეს ცვლილებები,
„სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში, მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში. ეს იყო რეალური მოცემულობა სკოლების უდიდეს უმრავლესობაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებასთან დაკავშირებით იმის გათვლით, რომ მათ შორის, ბევრი ზედმეტი საგანი იყო, ბევრი ზედმეტი სახელმძღვანელო და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა. ასევე, მე-11 კლასს რაც შეეხება, უნდა იყოს ერთგვარი მოსამზადებელი შემდეგი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის. სწორედ ეს არის მიზანი, რომ შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც იქნება განკუთვნილი სწორედ რეპეტიტორიუმისთვის, მათ შორის, მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად. დანარჩენი, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა და მზად ვართ ასეთი მსჯელობისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.