რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახი ვიზიტიორები  ეცნობიან
By

რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახი ვიზიტიორები  ეცნობიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახ ვიზიტიორებს აცნობს.

ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ,,KITF 2026”ფარგლებში, სადაც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, ვიზიტიორებს საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

,,ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ვიზიტიორების რაოდენობა რეგიონში მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, რეგიონში 3% – ით გაზრდილია ტურისტული ვიზიტები ყაზახეთიდან.

რაც შეეხება ფრენებს, ამ ეტაპზე ფრენები ყაზახეთიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ხორციელდება, რასაც ივნისიდან აჭარის მიმართულებით სეზონური ფრენები დაემატება. ბათუმში პირდაპირი ფრენები ყაზახეთის სამი ქალაქიდან იგეგმება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ყაზახი ტურისტების რეგიონში მოგზაურობას“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *