By
რეკომენდაციები – მეფუტკრე ფერმერებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ქედაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მერიის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და ქედაში მცხოვრები მეფუტკრე ფერმერები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ფერმერებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება აზიური ფაროსანასა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მეფუტკრეებს გააცნეს, თუ რა პრევენციული ზომები უნდა გაატარონ, რომ წამლობების პროცესში ფუტკრის ოჯახები მაქსიმალურად დაცული იყოს.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
