სამუშაო შეხვედრა – აჭარის სატყეო სააგენტოში
By

სამუშაო შეხვედრა – აჭარის სატყეო სააგენტოში

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტომ“ ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის სატყეო დირექტორატის დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას  აჭარის სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სატყეო სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და სამომავლო ერთობლივი გეგმების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ტყის მდგრად მართვასა და აღდგენას, ტყის მავნებელ-დაავადებების მონიტორინგსა და პრევენციას, სანერგე მეურნეობის განვითარებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.


დელეგაციის წევრებმა შუახევის ლაბორატორია მოინახულეს, სადაც ტყის მავნებელ-დაავადებების მონიტორინგისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
,,შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატყეო სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ უფროსი ელდარ ცინცაძე, სააგენტოს უფროსის მოადგილეები ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძე, ასევე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *