სამუშაო შეხვედრა – მახუნცეთში
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი სამუშაო შეხვედრა და მოქალაქეთა მიღება გამართეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს თემში არსებული გამოწვევების, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ვერძაძე, მერის წარმომადგენელი მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეზი ვარშანიძე და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მამუკა თურმანიძე ადგილობრივ მოქალაქეებს ესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.
-შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიმსჯელებთ იმ პრობლემებსა და არსებულ გამოწვევებზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ, ეტაპობრივად უზრუნველვყოფთ მათ მოგვარებას, – თქვა მერმა.
თამაზ მგზავრიძე