სამუშაო შეხვედრა-ქობულეთში
By

სამუშაო შეხვედრა-ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს ტურისტული სეზონის აქტიური ფაზის მიმდინარეობა და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზაფხულის სეზონზე სამუშაო პროცესების ეფექტიანად ორგანიზების აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო დაქვემდებარებული სტრუქტურების სამუშაო გრაფიკის ცვლილებას, მობილური ჯგუფების დამატებასა და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურებას.
ზაფხულის სეზონის პიკთან ერთად, ქალაქში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ყველა შესაბამისი სამსახურის მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასუფთავების, გამწვანების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი დაქვემდებარებული დაწესებულებების შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის სტუმრებს დახვდეთ უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო.

  • No Comments
  • ივლისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *