By
„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 409 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქე უაქციზო სიგარეტის შემოტანას მიკროავტობუსის სხვადასხვა ადგილას წინასწარ მოწყობილი სამალავებით შეეცადა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.