საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
By

საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების გაფართოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში კონკრეტული დეტალები საბოლოოდ, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაზუსტდება, თუმცა უკვე ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით.
პრემიერის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიმდინარე ვიზიტი ჩინეთში დამატებით იმპულსს მისცემს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
„ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარებას. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ისინი დაზუსტდება მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. საუბარი შეეხება ყველა მნიშვნელოვან თემას, მათ შორის, ანაკლიის საკითხსაც. მოლაპარაკებები გრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *