By
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო აღიარება
,,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation – Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო გამოცემა Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე მოპოვებული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.