საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი  ეწვია
By

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი  ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესა და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, ეს არის ისტორიული ვიზიტი, რადგან პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს.

„სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტს ექნება უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იქნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ლიდერების. ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება იმ პროცესში, როდესაც საქართველოს აქვს მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთთან, რომელიც გულისხმობს, ქვეყნებს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის, გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სერბეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. ვფიქრობთ, ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომ ასეთ მოკლე დროში ორი სახელმწიფო გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, გაზრდის საქართველოდან ექსპორტს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *