საქართველოს უნდა დავეხმაროთ, განაგრძოს გზა ევროპული ოჯახისკენ
By

საქართველოს უნდა დავეხმაროთ, განაგრძოს გზა ევროპული ოჯახისკენ

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს გზა ევროპული ოჯახისკენ, რომელსაც მისი მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს.

როგორც ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, ევროკავშირის ოჯახის წევრობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს გზა, რომელსაც მისი მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს – ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვიქნებით, რათა ქართველ ხალხს დავეხმაროთ ამ გზაზე – დემოკრატიულ, მშვიდობიან და ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *