სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია
By

სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე ნარჩენების ტიპის, რაოდენობისა და იმის მიხედვით, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირია თუ იურიდიული, ჯარიმა 80 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ჯარიმა 80 ლარია. იგივე ქმედების საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 200 ლარის გადახდა მოუწევს. ამავე რაოდენობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დანაგვიანების შემთხვევაში, მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – დამრღვევი, 250 ლარით დაჯარიმდება.

5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 500 ლარია. 5 ან მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებაზე კი 2 000 ლარი.

2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.

1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 1 000, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 3 000 ლარია.

დიდი მოცულობის (თუ ნარჩენი 2 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს ფარავს) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 6 000 ლარის ოდენობით.

ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსებაზე (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში მოთავსება) ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 200, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 1 000 ლარია.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *