სიახლეები გააცნეს
By

სიახლეები გააცნეს

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, მეწარმეებთან და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებთან ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მისი მიზანი კორპორაციის მიმდინარე პროექტებში არსებული სიახლეების გაცნობა იყო.

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის თანხის ლიმიტის გაზრდა, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის კრიტერიუმების ცვლილება, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის საქმიანობის არეალის გაფართოება, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ახალი მიმართულების ,,განვითარების სესხის“ დამატება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა.

შეხვედრას აჭარის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნესკონსულტანტი მერი შავაძე უძღვებოდა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *