ტატა ხვედელიანი: იმედია, ალექსანდრე კარტოზია იქნება საქართველოს ელჩი და არა „ოცნების“ ელჩი გერმანიაში
By

ტატა ხვედელიანი: იმედია, ალექსანდრე კარტოზია იქნება საქართველოს ელჩი და არა „ოცნების“ ელჩი გერმანიაში

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია, 23 ივლისს გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. აღნიშნულ საკითხს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პროტოკოლური პროცედურაა, რომელიც, მისი შეფასებით, ათი თვის დაგვიანებით ხორციელდება. ხვედელიანის თქმით, მთავარი მოლოდინი ის არის, რომ კარტოზია გერმანიაში საქართველოს ინტერესების წარმომადგენელი იქნება და არა მმართველი პარტიის.
„ეს გახლავთ პროტოკოლური პროცედურა და სამწუხაროა, რომ ათი თვის დაგვიანებით ხდება. ალბათ ამაზეც კითხვა უნდა დაისვას. იმედია, კარტოზია იქნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ელჩი და არა „ოცნების“ ელჩი გერმანიის სახელმწიფოში. დღესდღეობით „ოცნება“ საკუთარი ნაბიჯებით, აგრესიული რიტორიკით, განსაკუთრებით გერმანიის სახელმწიფოსთან, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ, ჩვენი ქვეყნისთვის იზოლირების მომტან პოლიტიკას აწარმოებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ურთიერთობები, რომლებიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

  • No Comments
  • ივლისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *