ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ
By

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ  ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა  თეთრ სახლში  გაიმართა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში უმასპინძლა.

შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა. „როიტერის“ ცნობით, ლიდერებს უნდა ემსჯელათ „პეტრიოტის“ სისტემების ლიცენზიის თაობაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას ნატოს სამიტის ფარგლებში დაჰპირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიალსაც ესწრება, რის შემდეგაც, ის სენატორებთან გამართავს შეხვედრას.

გავრცელებული ინფორმაციით, სენატორებმა მიაღწიეს შეთანხმებას კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • ივლისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *