უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს
By

 უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.
ამავე პერიოდში, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 63 852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387 864 ლარს შეადგენს,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *