უკეთ ორიენტირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება
By

უკეთ ორიენტირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება

ბათუმში, რეაბილიტირებულ ტროტუარებზე, უსინათლოებისა და მცირემხედველებისთვის სპეციალური რელიეფური საფარი ეწყობა. ცივი პლასტის ტექნოლოგიით შესრულებული ტაქტილური ნიშნულები მოქალაქეებს გადაადგილებისას უკეთ ორიენტირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

სამუშაოებს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ეტაპობრივად ყველა იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ტროტუარების რეაბილიტაცია და ფილების მოწყობა მიმდინარეობს.

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *