By
ყირიმში, ქალაქ სიმფეროპოლში დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ოკუპირებული ყირიმის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სიმფეროპოლში, დრონებით თავდასხმები განხორციელდა და აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სიმფეროპოლის გარდა, დრონებით თავდასხმების შედეგად აფეთქებები დაფიქსირდა სუდაკში, ევპატორიაში, სევასტოპოლსა და ყირიმის სხვა ქალაქებში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის ჰაბზე.
ინფორმაცია მოგვიანებით კომპანიამ დაადასტურა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, Wildberries-ის დახარისხების ცენტრში უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.