By
„შავიზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა-რეალობა და პერსპექტივები“
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია სახელწოდებით „შავიზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა-რეალობა და პერსპექტივები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, დარგის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ცოდნის განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში ლაზური ნავის – „ფელუკას“ ერთადერთ ოსტატს და „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის მატარებელ მირიან ნუმანიშვილს ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელი და ჯილდო გადაეცა.