„შედეგად წარმოქმნილი ქაოსი არც სასიამოვნო იქნება და არც მშვიდობიანი“
By

„შედეგად წარმოქმნილი ქაოსი არც სასიამოვნო იქნება და არც მშვიდობიანი“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება ზარალის გაყინული ირანული აქტივებით ანაზღაურების შესახებ. როგორც მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება „არ იქნება მშვიდობიანი და ქაოსს გამოიწვევს“.

არაღჩის განცხადებით, ვიდრე აშშ არ გააცნობიერებს, რომ ირანელი ხალხისა და მისი ინტერესების პატივისცემის გარდა სხვა გზა არ არსებობს, ამ მიმართულებით პროგრესისთვის პირობები არ შეიქმნება.

„ერთი სახელმწიფოს აქტივების ჩამორთმევა იმისთვის, რომ ისინი მომავალში წარმოშობილი და მათთან კავშირის არმქონე პრეტენზიების დასაფარად გამოიყენონ, უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს ქმნის. მათ, ვინც ამ სახსრების გამოყენებას ზეიმობს ან მათგან სარგებელს იღებს, უნდა ახსოვდეთ: როგორც კი მთავრობები ქონების კონფისკაციას ნორმად აქცევენ, აღარავის აქტივები აღარ იქნება უსაფრთხო. შედეგად წარმოშობილი ქაოსი არც სასიამოვნო იქნება და არც მშვიდობიანი“, – დაწერა არაღჩიმ.

ცნობისთვის, ტრამპმა ცოტა ხნის წინ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიადგება გემს, ტვირთს ან მასთან დაკავშირებულ ობიექტს, ანაზღაურდება ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია.

 

  • No Comments
  • ივლისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *