By
შეხვედრა პროექტ „აქტიური ახალგაზრდის“ ფარგლებში
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის „სამოქალაქო ჩართულობის ჰაბის“ მონაწილეებს უმასპინძლეს.
მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და პროფესიული გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მიმდინარე პროგრამებსა და სერვისებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა პროექტ „აქტიური ახალგაზრდის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებას საჯარო სექტორის მუშაობის შესახებ და გაზარდოს მათი მოტივაცია, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ პროცესებში. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები მარი ზანაქიძე და ლელა სურმანიძე.
გალერეა
