ჩითილების რეალიზაცია მიმდინარეობს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრის“ შუახევის საჩითილე მეურნეობაში მაღალხარისხიანი ჩითილების რეალიზაცია დაიწყო.

პროცესს ადგილზე გაეცნენ „აგროსერვისცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და „აგროსერვისცენტრი“ს ხელმძღვანელი პირები.
აგროსერვის ცენტრი ფერმერებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილ ჩითილებს.
შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებულია ბოსტნეული კულტურების – პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ბროკოლის, სალათის ფოთლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ყაბაყის, ჯამში 300 000 ერთეული ჩითილი. „აგროსერვისცენტრი“ ფერმერებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილ ჩითილებს.
ცოტნე ცაბაძე