By
„ხალხის ძალა” მომავალი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
აჭარაში „ხალხის ძალის“ რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს წევრები დაესწრნენ. შეკრებილებმა რეგიონის მთავარ გამოწვევებზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარტიული სტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრეს.
„ვინაიდან ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი მზარდია, ვიწყებთ პარტიის გაფართოებას, რეგიონული ოფისების გახსნას და აქტიურად ვემზადებით მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენი გუნდი განაგრძობს მუშაობას და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას, რათა ეროვნული ინტერესების დაცვით, უზრუნველვყოთ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება”,- ითქვა შეხვედრაზე.