By
„ხინოწმინდობა“ – სახალხო დღესასწაული კულტურული ტრადიციების დაცვა-წარმოჩენისათვის
აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, „ხინოწმინდობის” სახალხო დღესასწაულის ორგანიზებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ღონისძიების კონცეფცია, კულტურული პროგრამა და ორგანიზებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს.
,,ხინოწმინდობის” სახალხო დღესასწაულის მიზანია კულტურული ტრადიციების დაცვა-წარმოჩენა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.
შეხვედრაში კულტურის მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე და სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლები.მონაწილეობდნენ.