„ხორუმს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
By

 „ხორუმს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

აღნიშნულ პოზიციაზე თამარ კერვალიშვილი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა – ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ წარადგინეს.

თამარ კერვალიშვილი 2005 წლიდან დღემდე, მუშაობდა აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,ხორუმში” ქორეოგრაფის პოზიციაზე. წლების განმავლობაში იყო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე-მსახიობი, ასევე, აქვს რეპეტიტორად მუშაობის გამოცდილება.

ახალი ხელმძღვანელის წარდგენას  აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ანსამბლის წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *