55 უცხოელი არალეგალი დაკავებულია
By

55 უცხოელი არალეგალი დაკავებულია

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის, რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, კოტ დ’ივუარის, ბანგლადეშის, თურქმენეთისა და პაკისტანის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აპრილი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *