19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
By

საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

მარი მიდასელი 27 48 93 –

ბათუმელები მალე საზაფხულო თეატრის განახლებულ შენობაში კვლავ დაესწრებიან საინტერესო კონცერტებს, სპექტაკლებს, ღონისძიებებს, ჯერჯერობით კი მისი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ ირაკლი შაფათავასთან ერთად.

პროექტის მიხედვით საზაფხულო თეატრი კაპიტალურად უნდა შეკეთდეს – შესრულდება როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია სცენის იატაკის მოპირკეთება, ადმინისტრაციისა და შემოქმედებითი ჯგუფების ოთახების შეღებვა. პროექტის ფარგლებში, თეატრს შეემატება გახმოვანებისა და განათების ახალი სისტემა.

„ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისთვის 375 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *